ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზოიძე: “არ მოიხმაროთ ნარკოტიკული საშუალებები”

ნარკოტიკული საშუალებების გამოუყენებლობისკენ მოსახლეობას, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე მოუწოდებს.

“მინდა მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს და ყველას, რომ არ მოიხმაროთ ნარკოტიკული საშუალებები. ეს უნდა იყოს ძირითადი გზავნილი ამ ეტაპზე. ნარკოტიკი კლავს და სამწუხაროდ დღეს, როდესაც ჯერ კიდევ უცნობი ნივთიერებაა შემოსული კლავს ძალიან ჩქარა, არა წლების შემდეგ, არამედ დაუყონებლივ. ეს არის დიდი ტრაგედია და უზარმაზარი პრობლემა რაც მსოფლიოს აქვს დღეს.

არის ათი ათასობით სიკვდილი დაკავშირებული ამ ნარკოტიკებთან. ეს პრეპარატები ვრცელდება სხვადასხვა დასახელებებით სხვადასხვა საფარველქვეშ. არ გამოიყენოთ ნარკოტიკული საშუალებები. მნიშვნელოვანია ნარკოპოლიტიკის რეფორმა რომელზეც ვმუშაობთ. აუცილებელია საბოლოოდ ჩამოვყალიბდეთ ამ კანონზე და უახლოეს მომავალში ამ რეფორმაზე მუშაობას დავასრულებთ,”- განაცხადა აკაკი ზოიძემ.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას თბილისში ორი ადამიანი გარდაიცვალა, რომელთა დაღუპვის ვერსიად პოლიცია ნარკოტიკული საშუალებით ინტოქსიკაციას ასახელებს.

იტვირთბა....