საქართველოში 2018 წლის პირველ კვარტალში 1428 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. აქედან სიმთვრალით გამოწვეული 54 ავარიაა.
საქსტატის მონაცემებით, ამ პერიოდში დაღუპულია 107 ადამიანი და დაზარალებულია 1986.
ცნობისთვის, 2017 წელს 6079 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, აქედან სიმთვრალით გამოწვეული 160. დაიღუპა 517 და დაშავდა 8461.