ახალი ამბები მთავარი სამართალი

საქსტატი: სამ თვეში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი 1484 ადამიანი გახდა

2018 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ოჯახში ძალადობის შედეგად 1484 მსხვერპლია, მოძალადე კი 1396. სტატისტიკას შსს-ზე დაყრდნობით საქსტატი აქვეყნებს.

1484 მსხვერპლიდან უმეტესობა 758 ადამიანი 25-44 წლის ასაკისაა. მოძალადეების უმეტესობაც 845 პირი 25-44 წლის ასაკშია.

მათ შორის ყველაზე მეტი მოძალადე თბილისშია დაფიქსირებული 622 და შესაბამისად მსხვერპლიც 649. რეგიონებიდან ამ კუთხით ლიდერობს აჭარა 154 მოძალადე და 168 მსხვერპლი, ხოლო ყველაზე ცოტა- ოჯახში ძალადობის შემთხვევა გურიაში მოხდა 3 მოძალადე და 3 მსხვერპლი.

იტვირთბა....