ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვარს კეტავს

ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დღეს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე საკონტროლო-გამშვები პუნქტები დაიკეტება.
მიზეზად ცხინვალის ე.წ უშიშროების სამსახური, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებს ასახელებს. ე.წ. საზღვრის გადაკვეთა დღეს საღამოს 20:00 საათიდან შეიზღუდება. მოძრაობის აღდგენა 10 მაისიდან იგეგმება.

იტვირთბა....