ქედაში, ავარიას 5 ადამინის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი2“ ავრცელებს.
თვითმხილველთა ცნობით, ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.