ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ფონიჭალაში გარდაცვლილი მამაკაცი გენერალ ქუთათელიძის ძმისშვილია”

ფონიჭალაში გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცის შესახებ ახალი ინფორმაცია ხდება ცნობილი. “პრაიმტაიმის” ინფორმაციით, ის გენერალ სამსონ ქუთათელაძის ძმისშვილი 35 წლის თენგიზ ქუთათელაძეა. გარდაცვალების სავარაუდო მოტივთან დაკავშირებით, ამ დროისთვის რამდენიმე ვერსია ვრცელდება, მათ შორის, საუბარია ნარკოტიკული საშუალების მოხმარებასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ ფონიჭალაში, ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, ცხედარი იდენტიფიცირებული არ არის.

უწყების ცნობით, ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

ფოტო: პრაიმტაიმი

იტვირთბა....