ფონიჭალაში, ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, ცხედარი იდენტიფიცირებული არ არის.
უწყების ცნობით, ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.