ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ჭიჭინაძე: “დაკავებულების მშობლების თხოვნით დავუდექი “ქართული მარშის” წევრებს თავდებად”

ჯანმრთელობის ცუდი მდგომარეობა აქვთ და სასამართლომდე თავდებში დავუდექით, – აცხადებს “მეტრონომთან” საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე.

“მოვიდნენ მშობლები და მთხოვეს, რომ სანამ სასამართლო პროცესი იქნება, აღკვეთი ღონისძიება შეეცვალოთ და სასამართლომდე ციხეში არ ისხდნენ. ჯანმრთელობის ცუდი მდგომარეობა აქვთ და სასამართლომდე თავდებში დავუდექით.

საერთოდ, მიმაჩნია, რომ ადამიანი სასამართლო განაჩენამდე ციხეში არ უნდა იჯდეს თუ ის საზოგადოებას ხიფათს არ უქმნის. დასავლური ცხოვრების წესიც ასეთია და მაგ ნაწილშიც უნდა გავიზიაროთ. კომუნისტების დროს პირდაპირ სატუსაღო იყო”, – აცხადებს ჭიჭინაძე.

შეგახსენებთ, რომ “ქართული მარშის” წევრებს თავდებში დეპუტატები დაუდგნენ, მათ შორის დავით ჭიჭინაზეც.

იტვირთბა....