გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო 10 მაისს ერთმანეთს გერმანიის ქალაქ აახენში შეხვდებიან.
ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულ მედიაში ვრცელდება. მედია წერს, რომ შეხვედრაზე ლიდერების საუბრის მთავრი თემა უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში არსებული მდგომარეობა იქნება.
გერმანიის კანცლერის თქმით, ეს არ არის ნორმანდიული ოთხეულის ფორმატის შეხვედრა, რადგან მასში მონაწილეობას არ იღებს რუსეთის პრეზიდენტი.