გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ორბელში მოქალაქის მიერ ნაპოვნი დათვის ბელები თბილისის ზოოპარკს მიაბარეს.
მოქალაქის ზარის შემდეგ გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა 2-3 თვის ასაკის, საქართველოს წითელი ნუსხით დაცული მურა დათვის სახეობის ბელები იპოვეს.