ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“გირჩმა” სამოქალაქო დაუმორჩილებლობა დააანონსა

“გირჩის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში სამოქალაქო დაუმორჩილებლობა დააანონსა. მისი განცხადებით, ბევრი არაადამიანური კანონია, რის შესაცვლელადაც იწყება სამოქალაქო დაუმორჩილებლობა.

“ეს იქნება წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი. სისტემა როდესაც ადამიანებს ექცევა როგორც მონებს, ამ დროს არსებობენ ადამიანები, რომლებიც სისტემის ნაწილია და სხვებს ჩაგრავენ და არიან ადამიანები, რომლებიც მონურ მდგომარეობაში არიან, მაგრამ გაცნობიერებული არ აქვთ რომ მათ სახელმწიფო ექცევა როგორც მონებს. კამპანიის ნაწილია, რომ მათ გავაგებინოთ ეს. მათ ტვინი უნდა გაანძრიონ და ამის გარდა კიდევ ერთი ადგილი უნდა გაანძრიონ და არ უნდა დაემორჩილონ ეგეთ კანონებს.”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ “გირჩის” ოფისთან პოლიციელები ნარკოტიკების მოხმარებისთვის ადამიანს აკავებდნენ, როდესაც საქმეში პარტიის წევრები იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილლი ჩაერივნენ. ამის შემდეგ წვრილმანი ხულიგნობისთვის ორივე მათგანი დააკავეს. ორივე მათგანს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა. ანალოგიური ბრალი წარედგინა ზურაბ ჯაფარიძესაც, რომელსაც 2 000-ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

იტვირთბა....