ახალი ამბები მთავარი სამართალი

სასამართლოში “გირჩის” წევრების პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში “გირჩის” წევრების იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილის და ზურაბ ჯაფარიძის პროცესი მიმდინარეობს. ისინი პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა და წვრილმან ხულიგნობას, ასევე პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.

პოლიციამ ხვიჩია და მეგრელიშვილი გუშინ დააკავა, ხოლო დღეს, პოლიტიკური ცენტრის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე გამოკითხვაზე გადაიყვანეს, რის შემდეგაც მას ბრალი იგივე მუხლებით წარუდგინეს, რაც მის წინამორბედებს.

პროცესზე 6 სამართალდამცველი იმყოფება, რომელთა დაკითხვა მიმდინარეობს.

ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე “გირჩის” წევრების მიმართ. ისინი აცხადებენ, რომ მათი დაკავება უსაფუძვლოდ მოხდა და ეს ყველაფერი მიზანმიმართულად, “გირჩის” დასუსტებისთვის ხდება. ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ისინი იცავდნენ მოქალაქეს, რომელმაც “ასფალტი მოწმინდა 6 სამართალდამცველის გამო”.

იტვირთბა....