ახალი ამბები მთავარი სამართალი

ზვიად რატიანი პროკურატურას პოლიციელების მფარველობაში ადანაშაულებს

პოეტი ზვიად რატიანი აცახდებს, რომ მის ცემაში ეჭვმიტანილ პოლიციელებს პროკურატურა ხელს აფარებს. პოეტი ამბობს, რომ  მის საქმეს შეგნებულად არ იძიებენ. რატიანი ასევე დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას და გამოძიების წარმართვას დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის მუხლით ითხოვს. პოეტის უფლებებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტები იცავენ, ადვოკატები პროკურატურის მოუწოდებენ, რომ მას ფიზიკური ანგარიშსწორების გამო გამოძიება ობიექტურად ჩატარდეს და დანაშაულის კვალიფიკაცია მოხდეს.

“ჩაიდინეს დანაშაული და უნდა დაისაჯონ. შინაგანად მე მართლა არ მაქვს ის, რომ აი რამდენიმე ტიპი სამსახურის გარეშე დარჩა და ოჯახი დაემშა. აბსოლუტურად არ არის ეს ჩემთვის მიზანი. გაცილებით მეტი პრობლემები მაქვს და საქმეები და ამ ბოღმით ვერ გადავივსებ გულს და ტვინს. მაგრამ სამართლებრივად ხომ დანაშაულია? უნდა გამოიძიონ, დასაჯონ,“-განაცხადა ზვიად რატიანმა.

ინციდენტი პატრულის თანამშრომლებსა და პოეტ ზვიად რატიანს შორის 23 დეკემბერს მოხდა.

იტვირთბა....