ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ნარკოპოლიტიკა უნდა გადაიხედოს, მაგრამ არა ისე, რომ უკლებლივ ყველა ნარკოტიკული საშუალების დეკრიმინალიზაცია და ლიბერალიზაცია მოხდეს.
მისი თქმით, ნარკოპოლიტიკის გადახედვა ნიშნავს, რომ შემცირდეს მიწოდება და შემცირდეს მოთხოვნა, ანუ ზიანი.
„ნარკოპოლიტიკა, რა თქმა უნდა, უნდა გადაიხედოს, მაგრამ არა იმ სახით, რომელიც საზოგადოების ნაწილში არის გავრცელებული, რომ უკლებლივ ყველა ნარკოტიკული საშუალების დეკრიმინალიზაცია და ლიბერალიზაცია უნდა მოხდეს. ნარკოპოლიტიკის გადახედვა ნიშნავს, რომ შემცირდეს მიწოდება და შემცირდეს მოთხოვნა, ანუ ზიანი. ეს არის დედააზრი. უკვე იყო რამდენიმე ნაბიჯი, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მარიხუანასთან დაკავშირებით, ახლა უკვე ფინალურ სტადიაში არის ახალი კანონპროექტი, რომელიც იმედია იმ სახით ამოქმედდება, რომ მთავარი ამოცანა შეამციროს, მიწოდების და მოთხოვნის შემცირება“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.