ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ფაროსანას ბიოლოგიური მტრის გამოსავლენად ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯება

საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა განკარგულების პროექტი „აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების განხორციელების თაობაზე, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს პირობებში აზიური ფაროსანას ბიოლოგიის შესწავლას, მისი ბიოლოგიური მტრების გამოვლენას, მათი გამოყენების შესაძლებლობას და მიზანშეწონილობას, მონიტორინგს და მცენარეთა დაცვის სხვადასხვა, მათ შორის ბიოლოგიური საშუალებების ეფექტიანობის შესწავლას.

სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისათვის გამოყოფილი თანხა გაიცემა გრანტის სახით ღია კონკურსის საფუძველზე და დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასების შედეგად შეირჩევა საუკეთესო ხარისხის კვლევითი პროექტები. შედეგად, ქვეყანა მიიღებს მეტ გამოცდილებას და ფაქტობრივ მონაცემებს მავნებლის ბიოლოგიის, გადაადგილების მარშრუტების, რიცხოვნობის შესახებ, რაც აისახება სათანადო მონაცემთა ბაზებში და გამოყენებული იქნება მავნებელთან შემდგომი ბრძოლის ოპტიმიზაციისთვის.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია რეკომენდაცია, როგორ უნდა დაიცვათ სახლი აზიური ფაროსანასგან.

იტვირთბა....