ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კალაძე: “მარგველაშვილის გამოსვლისთვის არ მისმენია, რადგან მაგის დრო არ მქონდა”

თბილისის მერმა კახა კალაძებ განაცხადა, რომ  პარლამენტში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გამოსვლა არ მოუსმენია, რადგან მერიის საქმიანობით იყო დაკავებული. ამის შესახებ  ინფორმაციას 1tv  ავრცელებს.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, როდესაც პრეზიდენტი პარლამენტიდან გარბის, ეს ცუდია.

„პრეზიდენტის გამოსვლისთვის არ მომისმენია მაგის დრო არ მქონდა მერიის საქმიანობით ვიყავი დაკავებული. ის რომ პრეზიდენტი გარბის პარლამენტიდან მგონია რომ ცუდია. არ არის ლამაზი. მგონია, რომ უფრო მეტი პატივისცემა უნდა იყოს პირველ რიგში პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი თავისი მხრიდან, ასევე პარლამენტის მიმართ და იქ მჯდომი ადამიანების მიმართ”, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პრეზიდენტი პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანას ითხოვდა, რათა დეპუტატებისთვის დებატების რეჟიმში შესძლებოდა პასუხის გაცემა.

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებას კენჭი უყარა. 28 დეპუტატმა ცვლილებას მხარი დაუჭირა, 50-მა კი ხმა წინააღმდეგ მისცა. საბოლოოდ, პრეზიდენტს უარი ეთქვა დებატებში შესვლაზე.

იტვირთბა....