ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მაქვს კითხვის ნიშნები, რა კრიტერიუმით იწყალებს პრეზიდენტი სხვადასხვა დამნაშავეს”

საქართველოს ისუტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ მას საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან შეწყალებასთან დაკავშირებით კითხვები აქვს. მისი თქმით,  საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების წესში, რამდენიმე კვირის წინ განახორციელა ცვლილებები, რომლის თანახმადაც, გაადვილა იმ პირების შეწყალება, რომლებიც სხვადასხვა კორუფციულ დანაშაულთან შემხებლობაში არიან და იხდიან სხვადასხვა დანაშაულზე სასჯელს.

„იმედს გამოვთქვამ, რომ პრეზიდენტის ამგვარი ცვლილებები, საქართველოს, როგორც კორუფციასთან წარმატებით მებრძოლ სახელმწიფოს, რეიტინგებში საერთაშორისო დონეზე არ აისახება და შესაბამისად, მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველო, როგორც სახელმწიფო, პრეზიდენტის ამ გაუაზრებელი გადაწყვეტილების გამო, არ დაზიანდეს”, – განაცხდა წულუკიანმა.

 

იტვირთბა....