ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე პრეზიდენტს სატელევიზიო დებატებში იწვევს

საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს “ქართული ოცნების” წევრი არჩილ თალაკვაძე სატელევიზიო დებატებში იწვევს. მისი თქმით, ის პარლამენტში შეკითხვებს და კრიტიკულ განცხადებებს გაექცა. თალაკვაძე ამბობს, რომ პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიში და გამოსვლა  მოკლე  იყო. ამიტომ თავად პრეზიდენტის სურვილიც უნდა იყოს, რომ მან კითხვებზე ამომწურავი პასუხი გასცეს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პრეზიდენტი პარლამენტში წლიური ანგარიშით წარსდგა, რის შემდეგაც დეპუატეტები სიტყვით გამოვიდნენ. პრეზიდენტმა მათთან დებატებში შესვლის უფლება მოითხოვა, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარისგან უარი მიიღო, რის შემდეგაც მარგველაშვილმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. ამის შემდეგ პარლამენტმა კენჭისყრით, უმრავლესობით გადაწყვიტა, რომ პრეზიდენტს რეგლამენტი უნდა გაეთვალისწინებინა და იმავე ფორმატში გაგრძელებულიყო სხდომა. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, პრეზიდენტმა პარლამენტის შენობა დატოვა.

იტვირთბა....