ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში 17 წლის ბიჭმა ვენები დაისერა, ამის მიზეზი, სახიფათო კომპიუტერული თამაში “ლურჯი ვეშაპი” გახდა. ინფორმაციას “გურიის მოამბე” ავრცელებს.
ახალგაზრდა დღეისთვის ფსიქოლოგებისა და პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება.
სამართალდამცავებს ასევე მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავთ მისი რამდენიმე ყოფილი კლასელი, ვისთანაც ახალგაზრდა დღემდე მეგობრობდა.
აღნიშნულ ინფორმაციას, ჩვენთან მერიის სკოლის დირექტორი, ავთანდილ კეჭაყმაძეც ადასტურებს.
“ეს ბავშვი მეცხრე კლასიდან გავიდა სკოლიდან. უკვე სამი წელია ჩვენს სკოლაში არ სწავლობს. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რაღაც ძალიან სახიფათო თამაშში იყო ჩათრეული, მე თვითონ პოლიციელებმა მომაწოდეს. ეს ბავშვი არის ზედამხედველობის ქვეშ მის რამდენიმე ყოფილ კლასელთა ერთად, რომლებიც მასთან ურთიერთობდნენ დღემდე. ჩვენც ადმინისტრაციაც მთლიანად ჩართული ვართ ამ საკითხში”-გვეუბნება სკოლის დირექტორი.