ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ლონდონში, ებრაულ ფესტივალზე აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაშავდა

ლონდონში, ებრაულ ფესტივალზე, აფეთქების შედეგად, ათი ადამიანი დაშავდა – ამის შესახებ BBC პოლიციაზე დაყრდნობით წერს.

ებრაული ახალი ამბების ვებსაიტ  The Yeshiva World-ის ინფორმაციით, აფეთქება მაშინ მოხდა, როცა კოცონი აანთეს.

პოლიციის ცნობით, სერიოზულად არავინ დაშავებულა და ფაქტზე კრიმინალური მოტივი არ გამოკვეთილა.

ამ დროისთვის დაუდგენელია, რამ გამოიწვია აფეთქება, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბენზინი იყო დაქცეული ახლო-მახლო, სხვები კი ამბობენ, რომ კოცონზე მობილური ტელეფონი იყო ჩავარდნილი.

 

იტვირთბა....