ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჟორჟოლიანი კალაძეს: “კახი, ტეხავს, უბრალოდ”

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი “ვარდების რევოლუციის” მოედნისთვის სახელის გადარქმევას ეხმაურება.

“კახი, ისტორიას მაინც ვერ გადაწერ და სხვათაშორის ეგ, ის რევოლუციაა, რომელსაც ადიდებდი, მისი ლიდერიანად. ტეხავს უბრალოდ”, – წერს ჟორჟოლიანი.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ „ვარდების რევოლუციის“ მოედნისთვის სახელის გადარქმევას მიესალმება. ამის შესახებ კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

იტვირთბა....