ხაშურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ალში 40 წლის მამაკაცი ცივი იარაღით მოკლეს.”მეტრონომს” სოფლის გამგებელმა იაგო ქიციაშვილმა განუცხადა, რომ გარდაცვლილი მამაკაცი ადგილობრივი მცხოვრები არ არის. მისი თქმით, როგორც თვითმხილველები ყვებიან, მოკლული მამაკაცი ყოფილი რძლის ოჯახში რამდენიმე ადამიანთან ერთად მივიდა, რასაც ქალის ამ ჟამინდელ ქმართან ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა.
თუმცა გამგებლისთვის უცნობია შელაპარაკების და დაპირისპირების მიზეზი რა გახდა. მისი თქმით, დაჭრილია ქალბატონის ახლანდელი ქმარიც და მაზლიც, რომლებიც ხაშურის საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
შინაგან საქმეთა სამინისტროში “მეტრონომს” განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

