პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” ერთ-ერთ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს შსს-მ ბრალი წვრილმან ხულიგნობაზე წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაცია “მეტრონომს” გირჩის პრესსამსახურს უფროსმა ჰერმან საბომ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, ჯაფარიძე დღეს პოლიციის განყოფილებაში დაიბარეს და ბრალი იმავე მუხლებით წარუდგინეს, რითიც 3 მაისს იაგო ხვიჩიას და ვახო მეგრელიშვილს. შსს ოფიციალურ განცხადება ამ თემაზე ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
“გირჩის” წევრების ინფორმაციით, ჯაფარიძე ამ დრომდე ვაკე-საბურთალოს პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფება და მის საქმეზე სასამართლო დღესვე იმსჯელებს.
შეგახსენებთ, რომ 2 მაისს გირჩის ოფისთან ორი ადამიანი დააკავეს. მოგვიანებით კი იაგო ხვიჩია და ვახო მეგრელიშვილი წვრილმანი ხულიგნებისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისვის დააკავეს.