ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში ახალგაზრდა კაცი მოკლეს. 30 წლამდე ასაკის კაცი გულ-მკერდის არეში დანით მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა..
როგორც შსს-ში “მეტრონომს” განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

