ახალციხეში გვიან ღამით ავტომობილი დაიწვა.
როგორც “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ითვალისწინებს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჩადენილს ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით.
ფოტო: “1ტვ”

