ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ინაშვილი კობახიძეს: “თქვენ ჩვენი მასწავლებელი კი არ ხართ, დისციპლინაზე უმრავლესობის წევრებს ესაუბრეთ”

პარლამენტის სხდომაზე, პრეზიდენტის მიერ დარბაზის დატოვების შემდეგ ირმა ინაშვილმა ირაკლი კობახიძეს მიმართა.

” მოგიწოდებთ, გადავხედოთ არსებულ რეგლამენტს. დღევანდელი დღე მაგალითია იმისა, რომ აუცილებელია რეგლამენტის შეცვლა. სიმაყით რომ იხსენებთ ჟვანიას დროინდელი რეგლამენტი გვაქვსო, ჟვანიას შემდეგ ეპოქა შეიცვალა. პოლიტიკური პროცესები იცვლება. რეგლამენტიც საჭიროებს ცვლილებას.

მოგვწონს თუ არა ბატონი მარგველაშვილის საქციელი? ბატონო პარლამენტის თავმჯდომარე თქვენ ჩვენი მასწავლებელი კი არ ხართ, რომ შეკითხვა ამ კონტექსტში დაგვისვათ. დისციპლინაზე ელაპარაკეთ თქვენი უმრავლესობის წევრებს, ჩვენ ნუ მოგვიწოდებთ გავაკეთოთ კონკრეტული შეფასებები პრეზიდენტის ქცევასთან დაკავშირებით. პრეზიდენტს უნდა მივცეთ ამ დისკუსიაში ჩაბმის შესაძლებლობა”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში პრეზიდენტმა ყოველწლიური ანგარიში წარადგინა. ამის შემდეგ პრეზიდენტსა და დეპუტატებს შორის დებატები დაიწყო. მარგველაშვილმა სხდომათა დარბაზი მას შემდეგ დატოვა, როდესაც დებატებში შესვლის საშუალება არ მისცეს.

იტვირთბა....