ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სამწუხაროდ, კითხვებზე პასუხების მოსმენა მძიმე და ძნელი აღოჩნდა”: პრეზიდენტმა პარლამენტი დატოვა

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტს პარლამენტმა არ მისცა საშუალება, რომ დებატებში ჩართულიყო, მან პარლამენტის შენობა თავისი ადმინისტრაციის წევრებთან ერთად დატოვა.

სანამ შენობას დატოვებდა, მარგველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის ყურადღებით მოუსმენს დეპუტატების გამოსვლას და შემდეგ შეეცდება, რომ პასუხები გასცეს.

“მინდა გავახსენო პატივცემულ საზოგადოებას, – ის, რომ ეს იქნებოდა დებატების ფორმატი, მთელი 10 დღის განმავლობაში იყო დაანონსებული. ჩემი სურვილი, რომ პატივცემულ დეპუტატებს ვუპასუხო, განპირობებულია ჩემი პატივისცემით მათთდამი, იქიდან გამომდინარე, რომ ბოლომდე პასუხი გავცე მათ მიერ დასმულ კითხვებს. შეგიძლიათ მედიამ ამოიღოთ არაერთი შემთხვევა პრეზიდენტების პარლამენტში დებატის. ის, რომ მე უნდა ვიჯდე დარბაზში, ეს არ არის არც ერთი რეგლამენტით გათვალისწინებული. მე მინდოდა მქონოდა ინტენსიური დისკუსია. სამწუხაროდ, პასუხების მოსმენა კითხვებზე ალბათ მძიმე და ძნელი აღოჩნდა. მე ყურადღებით დავაკვირდები დეპუტატების გამოსვლებს და შემდეგ ბუნებრივად შევეცდები საზოგადოებას პასუხები გავცე”- განაცხადა პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან.

მან და მისი ადმინისტრაციის წევრებმა პარლამენტის შენობა დატოვეს.

დღეს, პრეზიდენტი პარლამენტში წლიური ანგარიშით წარსდგა, რის შემდეგაც დეპუატეტები სიტყვით გამოვიდნენ. პრეზიდენტმა მათთან დებატებში შესვლის უფლება მოითხოვა, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარისგან უარი მიიღო, რის შემდეგაც მარგველაშვილმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. ამის შემდეგ პარლამენტმა კენჭისყრით, უმრავლესობით გადაწყვიტა, რომ პრეზიდენტს რეგლამენტი უნდა გაეთვალისწინებინა და იმავე ფორმატში გაგრძელებულიყო სხდომა. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, პრეზიდენტმა პარლამენტის შენობა დატოვა.

 

იტვირთბა....