ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღეს და ხვალ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 – 3 მაისს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +29, +34, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში კი +20, +25 გრადუსია მოსალოდნელი.

აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლებელია ხამოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა +26, +31 გრადუსის ფარგლებში იქნება.

ქ. თბილისში 2 – 3 მაისს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო  ჰაერის ტემპერატურა +28, +30 გრადუსამდე მოიმატებს.

იტვირთბა....