თბილისში, ქსნის ქუჩაზე მდებარე ბინა, რომლის კართანაც ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ხელყუმბარა იპოვეს, ბიზნესმენ ნიკოლოზ საკანდელიძეს ეკუთვის. საკანდელიძე 2005 წლამდე შსს-ის სისტემაში მუშაობდა. ინფორმაციას imedinews ავრცელებს.
50 წლის ნიკოლოზ საკანდელიძე, ამავე ბინაში, ოჯახთან ერთად ცხოვრობს. მას ორი შვილი ჰყავდა, რომელთაგან ერთი გარდაცვლილია.
“რეგინფოს” ცნობით, ნიკოლოზ საკანდელიძე 50%-იან წილს ფლობს შპს “აგრო ფერმაში”, ასევე 18.75%-იანი წილი აქვს შპს „ლუკა“-ში. ასევე წილები აქვს სხვა საწარმოებში.
ჟურნალისტ ნათია კუპრაშვილის თქმით, რომელიც იმავე სადარბაზოში ცხოვრობს, ხელყუმბარა საბრძოლო მდგომარეობაში იყო მოყვანილი.
ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ. ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას.