ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“პარლამენტი ამ გამოწვევაზე რა ინტერპრეტაციას მიმართავს, მისი გადასაწყვეტია”: კონსტიტუციონალისტი პრეზიდენტის დებატებში ჩართვაზე

“ამ მომენტში, პარლამენტი ამ გამოწვევაზე რა ინტერპრეტაციას მიმართავს, ეს უკვე მისი გადასაწყვეტია”- ამის შესახებ “მეტრონომს” კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ განუცხადა. საუბარია დღევანდელ პლენარულ სხდომაზე შექმნილ ვითარებაზე, სადაც პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სხდომა დატოვა, რადგან მას სურდა, რომ დებატებში ჩართულიყო.

“პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, ზუსტადაა განსაზღვრული დებატების ფორმატი. რომელიც  არათუ პრეზიდენტის ჩართვას, არამედ დასკვნით სიტყვასაც კი არ ითვალისწინებს. მაგრამ არსებობს ეს მიდგომა, რომ პრეზიდენტს მაინც აძლევენ დასკვნით სიტყვას. ეს პარლამენტის ინტერპრეტაციაა. ამ მომენტში, პარლამენტი ამ გამოწვევაზე რა ინტერპრეტაციას მიმართავს, ეს უკვე მისი გადასაწყვეტია.

ჩვენ მხოლოდ პოლიტიკურად შეგვიძლია განვსაჯოთ პარლამენტის შესაბამისი გადაწყვეტილება მართებული იქნება თუ – არა”- განუცხადა “მეტრონომს” ვახუშტი მენაბდემ.

პარლამენტში მიმდინარეობს მსჯელობა, მისცენ თუ არა დებატებში მონაწილეობის უფლება პრეზიდენტს. მანამდე კი მარგველაშვილმა სხდომა დატოვა და ის გადაწყვეტილებას გარეთ ელოდება.

იტვირთბა....