პრეზიდენტი თავის სიმაღლეზე დადგა და კაცურად მოიქცა. ჩვენი პარლამენტის წევრები არიან უღირსებო, არაფრისმაქნისი, ჩმორები და მონები, – ასე ეხმაურება “მეტრონომთან” საუბრისას პარტია “თავისუფალი საქართველოს” წევრი გოგი წულაიას საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მიერ პარლამენტის სხდომათა დარბაზის დატოვების ფაქტს.
“მარგველაშვილი მოიქცა ღირსეულად. მისი მეხოტბე არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ პრეზიდენტი თავის სიმაღლეზე დადგა და კაცურად მოიქცა. ჩვენი პარლამენტის წევრები არიან უღირსებო, არაფრისმაქნისი, ჩმორები და მონები. პარლამენტარები გამოდიან და იძახიან მადლობა პარტიას, მადლობა ბიძინას, არიქა გვეშველა. ეს კომუნიზმში დაბრუნებაა. ესენი არიან ჩმორები და მონები.
ტრაგედია ისაა, რომ ადამიანებს შეუძლიათ სხვას თავის თავი შესთავაზონ როგორც მონები, ესაა ტრაგედია. ოღონდ პარლამენტში იყვნენ, ოღონდ იყვნენ ბედნიერები ეს მათხოვრები. მეზიზღებიან და მეზიზღება ამ ქვეყანაში რომ ვცხოვრობ მაგათი შემხვედვარე. მეამაყება, რომ ასე თუ ისე პრეზიდენტი მიანც რომ გყვავს ნორმალური”, – აცხადებს წულაია.
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში პრეზიდენტმა ყოველწლიური ანგარიში წარადგინა. ამის შემდეგ პრეზიდენტსა და დეპუტატებს შორის დებატები დაიწყო. მარგველაშვილმა სხდომათა დარბაზი მას შემდეგ დატოვა, როდესაც დებატებში შესვლის საშუალება არ მისცეს.