ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბოკუჩავა: სინამდვილეში, სახელმწიფო ინსტიტუტები შესუსტებული კი არა, მორღვეულია

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი თინა ბოკუჩავა პარლამენტში, პრეზიდენტის წლიური ანგარიშის შემდეგ სიტყვით გამოვიდა. მისი თქმით, პრეზიდენტის განცხადება, რომ ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტები შესუსტებულია სწორი არ არის, ბოკუჩავა მიიჩნევს, რომ ისინი მორღვეულია, რადგან მთელი სახელმწიფო მანქანა ერთ ადამიანს ემსახურება.

“სინამდვილეში, ამ ყველაფერმა მიგვიყვანა იქამდე, რომ სასამართლო სისტემაში არსებობს კლანები და ისინი მართავენ სასამართლოს, ისინი მოქმედებენ ბიძინა ივანიშვილის დავალებით. როდესაც საქმე ეხება პირადად ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს.

თქვენ ახსენეთ სტრესის რეჟიმში მომუშავე მედია. სინამდვილეში ჩვენ გვაქვს დამოუკიდებელი მედიის ჩახშობის მცდელობა ხელისუფლების მხრიდან. შეუძლებელია დღეს ვისაუბროთ მედიაზე და არ ვისაუბროთ, რუსთავი 2-ზე საზოგადოებრივ მაუწყებელზე და იმაზე, რომ ხელისუფლება ფინანსური ბერკეტებით ცდილობს, ხელში ჩაიგდოს ასევე სხვა დამოუკიდებელი კერძო მაუწყებლები.”- განაცხადა ბოკუჭავამ.

პრეზიდენტი პარლამენტში წლის შემაჯამებელი ანგარიშით დღეს  წარსდგა. გიორგი მარგველაშვილის მოხსენების შემდეგ შესვენება გამოცხადდა, რის შემდეგაც პლენარული სხდომა ამ წუთებში  დებატების ფორმატში მიმდინარეობს და დეპუტატებს საშუალება ეძლევათ, კითხვები დაუსვალ პრეზიდენტს.

იტვირთბა....