თქვენ მე, არასეპარატისტ აფხაზს არ მისმენთ და სეპარატისტებთან როგორ აპირებთ, საერთო ენის გამონახვას? ვერ ვხედავ მცდელობას, რომ ხელისუფლებამ აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგი დაამყაროს, – განაცხადა პარლამენტში გამოსვლისას ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა ადა მარშანიამ.
“ჟენევაში, რომელშიც მე სამჯერ ვიყავი, ჩვენ ვერ მივიღებთ შედეგს, სანამ მოსკოვში არ მივიღებთ შედეგს. იგივე ლენინგრადში. დიახ, ლენინგრადში ვსწავლობდი. თქვენ სად სწავლობდით ბატონო, გიგა ბოკერია, ვაშინგტონში? რახან ვაშინგტონში სწავლობდით და მე ლენინგრადში თქვენ უფრო პატრიოტი ხართ? მე არ მიყვარს ამ თემაზე საუუბარი, მაგრამ ჩემი ფრაქციის წევრები მთხოვენ ვთქვა, შეახსენე პარლამენტში, რომ შენ ერთდერთი აფხაზი დეპუტატი ხარო. აჰა, შეგახსენებთ.
თქვენ მე, არასეპარატისტ აფხაზს არ მისმენთ და სეპარატისტებთან როგორ აპირებთ, საერთო ენის გამონახვას? ვერ ვხედავ მცდელობას, რომ ხელისუფლებამ აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგი დაამყაროს”, – განაცხადა მარშანიამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში პრეზიდენტმა ყოველწლიური ანგარიში წარადგინა. ამის შემდეგ პრეზიდენტსა და დეპუტატებს შორის დებატები დაიწყო.