aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„მმართველი გუნდი შეეცდება, რომ პრეზიდენტს ბოლო წიხლი ჩააზილოს“

aviabiletebi
ავიაბილეთები

ანალიტიკოსი და ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი „მეტრონომთან“ პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას აფასებს. მისი თქმით, მარგველაშვილის გამოსვლა გარკვეულ თამაშს ემსგავსება, სადაც ოპოზიცია და მმართველი გუნდი საკუთარ მესიჯს იჭერს და ამაზე რეაგირებს.

ხუხაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ პრეზიდენტს სიღრმე დაუწუნა, რაც სასაცილოა იმ ადამიანებისგან, რომლებსაც ზედაპირზე ფარფატის მეტი არაფერი უსწავლია და უკეთებია. რაც შეეხება ოპოზიციას ანალიტიკოსი ამბობს, რომ მათი სურვილი იყო მარგველაშვილს პრობლემები უფრო ვრცლად გაეშალა და მათთვის ხელსაყრელი მესიჯები გაეხმაურებინა. მისი აზრით, მმართველი გუნდი გამოსვლებში ეცდება, რომ პრეზიდენტს ბოლო წიხლი ჩააზილოს. რითაც მთავარი უფროსის გულს უფრო მოიგებენ ვიდრე საზოგადოების.

„მმართველ გუნდს ჰგონია, რომ პრეზიდენტს შეწყალების თემით, სუსტი წერტილი აღმოუჩინა და მათი გამოსვლის მთავარი დარტყმის ღერძიც ეს იქნება. მას ვნახავთ, რომ ეს საკითხი დღეს და ხვალ აღარავის ემახსოვრება. ვფიქრობ, პრეზიდენტი შეეცადა, რომ ის დაპირისპირების მთავარი მიზეზი არ ყოფილიყო.
მართალია გინებით და პირადი შეურაცხყოფებით არ გამოვიდა, თუმცა მწვავე კრიტიკა ნამდვილად იყო. მან მნიშვნელოვან თემებზე გააკეთა განცხადება. ისაუბრა მედიაზე, უმუშევრობაზე, უშიშროების საბჭოზე, ინსტიტუციონალურ ჩამოშლაზე, მეტი რაღა ეთქვა, ამ დროში ყველა მთავარ პრობლემას შეეხო. პრემიერით კეთილების გინებას ხომ არ დაიწყებდა.

არ ვიცი პრეზიდენტმა არაფორმალურ მმართველობაზე და ივანიშვილის უკან დაბრუნებაზე რატომ არ ისაუბრა. ის აგრესიულ გამოსვლას მოერიდა, რაც ჩემი აზრით ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება იყო. ეს დღე ჯერ არ დასრულებულა. ვფიქრობ ის უმრავლესობის გამოსვლებს დაელოდება და თავის საპასუხო განცხადებებს გააკეთებს. გამოსვლაში მას შეიძლება გარკვეული ქვები შენახული აქვს, შეიძლება სიმწვავე დღის ბოლოს ვიგრძნოთ“,-განაცხადა გოცირიძემ „მეტრონომთან“.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით გამოვიდა, სადაც ქვეყანაში არსებულ სხვადასხვა პრობლემებზე ყუარდღება გაამახვილა. ამ წუთებში კი საკანონმდებლო ორგანოში დებატები მიმდინარეობს.

იტვირთბა....