პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „მეტრონომთან“ პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას აფასებს. მისი თქმით, მარგველაშვილს ორი ტიპის გამოსვლა შეიძლება ჰქონოდა. ერთი რამდენიმე საათიანი, უფრო ვრცელი და დეტალური, რომელიც ყველა პრობლემას შეეხებოდა.
ხოლო მეორე ზოგადი სქემატური და ყველა პრობლემას შეეხებოდა და ასე დეტალურად არ განიხილავდა. ანალიტიკოსი ამბობს, რომ მარგველაშვილმა მეორე ვარიანტი აირჩია, რაც უფრო კონსტრუქციული და დაბალანსებული იყო. ძაბირაძე ამბობს, რომ მართალია რაღაც თემები გამორჩა, მაგრამ მთლიანობაში მისი გამოსვლა მაინც ლოგიკური და სწორი იყო.
„პრეზიდენტი ან ძალიან კრიტიკული გამოსვლით უნდა გამოსულიყო ან უფრო დაბალანსებული ყოფილიყო. მარგველაშვილმა უფრო კონსტრუქციული გამოსვლა გადაწყვიტა. არც ეს არის მიუღებელი. მთელ საზოგადოებაშიც და მმართველ გუნდში იყო მოლოდინი, რომ მისი გამოსვლა საკმაოდ კრიტიკული იქნებოდა, თუმცა ასე არ მოხდა.
რა თქმა უნდა, რომ ასეთი გამოსვლა ოპოზიციისთვის მისაღები იქნებოდა. ამას კი შემდეგ „ოცნების“ საწინააღმდეგოდ გამოიყენებდა. პრეზიდენტმა მათ ამის შანსი ხელიდან წაართვათ. თუმცა აქ საუბარი იმაზე ხომ არ არის, რომ პრეზიდენტის გამოსვლა დამოკიდებული ყოფილიყო იმაზე საზოგადოებას და ოპოზიციას რა მოეწონებოდა. მგონია, რომ მან მოლოდინი ოპოზიციას გაუცრუა და ხელიდან სანახაობა გამოგლიჯა“,-განაცხადა „მეტრონომთან“ ძაბირაძემ.