პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა, პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებაზე დებატებში მიიღო მონაწილეობა და სიტყვით წარსდგა პარლამენტის წინაშე.
“ბატონო პრეზიდენტო, ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ყოველწლიური გამოსვალ პარლამენტისა და ქვეყნის წინაშე. პრეზიდენტის ინსტიტუტი რაც არ უნდა შეცვლილი თუ შემცირებული უფლებებით გვევლინებოდეს ახლად მიღებულ კონსტიტუციაში, რჩება უმთავრეს ფიგურად.
ბატონო პრეზიდენტო თქვენ ხართ თითოეული მოქალაქის უფლებების დამცველი და აქედან გამომდინარე ხართ ქვაკუთხედი ამ ქვეყნის სტაბილურობის. ამიტომ ამ ინსტიტუტს წუწუნი არ უხდება. მეტი სამომავლო ხედვა ეკისრება. თითოეული თქვენი წარმოთქმული სიტყვა არის მნიშვნელოვანი.
თქვენს მოხსენებაში ნათქვანი რამოდენიმე საკითხი იყო ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა გამოგრჩათ აუცილებელი საკითხები ან განზრახ გამოტოვეთ. პირველი ასეთი საკითხია კონსტიტუცია, დიასპორა, ორმაგი მოქალაქეობის საკითხები და სხვა. “- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი პარლამენტში წლის შემაჯამებელი ანგარიშით დღეს წარსდგა. გიორგი მარგველაშვილის მოხსენების შემდეგ შესვენება გამოცხადდა, რის შემდეგაც პლენარული სხდომა ამ წუთებში დებატების ფორმატში მიმდინარეობს და დეპუტატებს საშუალება ეძლევათ, კითხვები დაუსვალ პრეზიდენტს.