ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეტროპოლიტენის მემანქანეების გაფიცვა ერთი თვით გადავადდა

თბილისის საქალაქო სასამართოს გადაწყვეტილებით მეტროპოლიტენის მემანქანეების გაფიცვა ერთი თვით გადავადდა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განაცხადეს, რო სასამართლოს გაფიცვის გადავადების თხოვნით რამდენიმე დღის წინ მიმართა. ინფორმაციას imedinews ავრცელებს.

კომპანიაში ასევე ამბობენ, რომ სასამართლოში შესულია სარჩელი მეტროპოლიტენის მემანქანეების გაფიცვის კანონიერებასთან დაკავშირებითაც.

მეტროპოლიტენის მემანქანეების ნაწილი 3 მაისს გაფიცვას გეგმავდნენ.  თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები საათობრივი ანაზღაურების გაზრდას 2 აპრილიდან ითხოვენ. თბილისის მერმა არა ერთხელ განაცხადა, რომ მეტროპოლიტენის მემანქანეებს ხელფასს არ გაუზრდის.

დღესვე თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელმა მამუკა კობახიძემ განაცხადა, რომ კომპანია მეტროს მემანქანეების მოთხოვნებთან დაკავშირებით მუშაობს. როგორც მამუკა კობახიძემ აღნიშნა, კომპანია, ვერ გაითვალისწინებს ანაზღაურების მატების ერთ მიმართულებას, რადგან სხვა თანამშრომლებში სამართლიან უკმაყოფილებას გამოიწვევს.

იტვირთბა....