ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქუცნაშვილი: “მარგველაშვილის გამოსვლა იყო კონსტრუქციული”

პრეზიდენტის ყოველწლიურ გამოსვლას, „მეტრონომთან“ უმრავლესობის ლიდერი ზაქარია ქუცნაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მაგველაშვილის გამოსვლა იყო კონსტრუქციული.

„მე საკმაოდ კონსტრუქციულად შევაფასებდი პრეზიდენტის გამოსვლას. მის გამოსვლაში იყო რამოდენიმე საკითხი რომელსაც მე არ ვეთანხმები. მაგალითად, „ქართული ოცნების“ მიერ პოლიტიკური პარტიების მიზანშეწონილი განადგურება. რაც ჩვენ გავაკეთეთ პოლიტიკური პარტიებისთვის ის არავის გაუკეთებია საქართველოს  25 წლიან ისტორიაში. მოგეხსენებათ 4%-დან  3%მდე შევამცირეთ  კვალიფიციური პარტიების  სტატუსის მოსაპოვებლი ბარიერი, ორჯერ გავუზარდეთ  საბაზისო დაფინანსება, ნახევარ მილიონ ლარზე ნაკლებს არ იღებს პარლამენტში არსებული ოპოზიცია.  თავისუფალი დრო , სახელმწიფო მანქნაების მომსახურება ავკრძალეთ წინასაარჩევნო კამპანიის დროს და ძალიან ბევრი რამ  გავაკეთეთ, იმისთვის რომ კვალიფიციური პარტიები 20-მდე გაგვეზარდა.

დანარჩენი შეფასებები ჩემთვის მისაღები იყო, განსაკუთრებით იმ ნაწილში სადაც პრეზიდენტი ამბობს, რომ ქვეყანა სწორ საგარეო, ეკონომიკურ პოლიტიკას აწარმოებს. ასევე ქვეყანა სწორედ მართავს რუსეთთან ურთიერთობას  და სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკას , ასევე ბიზნესი განთავისუფლდა. ამ საკითხებში ყველგან დადებითი იყო პრეზიდენტის შეფასებები.

პრეზიდენტმა ბრძანა, რომ დრმატული ცვლილებების ეპოქაში ქვეყანა არ უნდა დაბრუნდეს.  ჩვენთვის  გასაგები რა იგულლისხმა პრეზიდენტმა,  რადგან ყველა უყურებს სომხეთში მიმდინარე მოვლენებს, როგორ დრამატულად ვითარდება იქ პროცესები და არავის არ უნდა საქართველო დაბრინდეს იმ პერიოდში, როდესაც ძალადობით, ქუჩების გადაკეტვითა ხდებოდა პოლიტიკური  გადაწყვეტილების მიღება. საქართველო დგას მშვიდობიანი ევოლუციური განვითარების გზაზე. ძალაობრივი და რევოლუციური გზა უკვე საქართველოს წარსულია“- განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი პარლამენტში წლის შემაჯამებელი ანგარიშით წარსდგა. გიორგი მარგველაშვილის მოხსენების შემდეგ შესვენება გამოცხადდა, რის შემდეგაც პლენარული სხდომა დებატების ფორმატში 3-ის ნახევარზე განახლდება.

იტვირთბა....