ბათუმის ბულვარში წვრილმანი ხულიგნობისთვის 4 პირი დააკავეს. მათ შორის ერთ-ერთი მათგანი საფეხბურთო კლუბ ბათუმის “დინამოს” ფეხბურთელი ვალერიან თედორაძეა.
როგორც “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც წვრილმან ხულიგნობსა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
თედორაძე 100 ლარიანი ჯარიმის გადახდის შედეგად გაათავისუფლეს, ხოლო დანარჩენი სამი დაკავებულის სასამართლო პროცესები დღის განმავლობაშ გაიმართება.