საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით წარსდგა. ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ რუსეთის მიმართ გატარებული პოლიტიკაა. მისი თქმით, გაუგებარია, ამ ვითარებაში რატომ ებრძვიან პრეზიდენტის ინსტიტუტს და რატომ გააუქმეს უშიშროების საბჭო:
“ის პოლიტიკა, რომელიც განსაზღვრულია რუსეთის მიმართ და რომელიც მდგომარეობს სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკაში, არის სწორი და ადეკვატური, იმიტომ, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ ჩვენ არ წამოვეგოთ პროვოკაციას და არ მივცეთ რუსეთის სახელმწიფოს, რომელიც თავისი განვითარების აგრესიულ ფაზაშია ამ ეტაპზე, არ მივცეთ შესაძლებლობა გამოაჩინოს ძალა ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში. ეს კიდევ უფრო აქტუალურია იმ ახალ ფაზაში, რომელშიც ჩვენ შევედით რუსეთთან ურთიერთობის თვასლაზრისით, ჩვენ კი არ შევედით, ფაქტია, მთელი მსოფლიო შედის რუსეთთან ურთიერთბის თვალსაზრისით.
2018 წელი, შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის მხრიდან იქნა განსაზღვრული, როგორც ცივი ომის იმიტაციის, შექმნის მცდელობა. ცივი ომის სპეციფიკა და პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ამ დროს მესამე ქვეყნებში, იმ ქვეყნებში, რომელბიც დაცული არ არანს ბოლომდე და საქართველო ჯერ კიდევ არ არის ნატოს წევრი, ამ ქვეყნებში იარაღის ჟღარუნი განახორციელოს ქვეყანამ. ამიტომ, ჩვენ დღეს განსაკუთრებით გვჭირდება ამ მიმართულებით ფხიზლად ყოფნა. ამ ახალ ფაზაში, ჩემი აზრით, კიდევ უფრო ძლიერი უნდა იყოს ჩვენი მოტივაცია ამ გაერთიანებისა, ყველასი, პოლიტიკური კუთვნილების გარეშე, იმ ღირებულებების ირგვლივ, რასაც ჰქვია ჩვენი სამშობლოს ერთიანობის დაცვა .
ამ ფონზე ჩემთვის ნამდვილად გაუგებარია ის პოლიტიკა, რომელიც ხორციელდებოდა პრეზიდენტის ინსტიტუტთან მიმართებაში. რუსეთთან ამ ვითარებაში მყოფი ქვეყანა აუქმებს უამაღლეს პოლიტკურ ორგანოს, სადაც უნდა მიმდინარეობდეს მსჯელობა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე – აუქმებს უშიშროების საბჭოს. თვითგადარჩენის ტოლფასია, რომ ჩვენ ასეთი ინსტიტუტები არ გავაუქმოთ, ამ თემებზე მაინც ვიყოთ გაერთიანებული”- განაცხადა პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილის მოხსენების შემდეგ შესვენება გამოცხადდა, რის შემდეგაც პლენარული სხდომა დებატების ფორმატში განახლდება.

