თბილისში, ქსნის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ხელყუმბარა იპოვეს. მათი თქმით, ის ერთ-ერთი ბინის კართან იდო. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
ადგილზე პოლიცია უკვე მივიდა. ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას.