საჯარო ტუალეტის კედლის უკან ზრდასრული მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს – ამის შესახებ კანადის პოლიციაზე დაყრდნობით BBC წერს. შემთხვევა Calgary mall-ში მოხდა.
ნეშტი მუშებმა, სარემონტო სამუშაოების დროს, სავაჭრო ცენტრში არსებულ ქალთა მოსასვენებელ ოთახში აღოაჩინეს. ერთ-ერთმა მომუშავემ კედლის პანელი ამოიღო, რომ ტუალეტი შეეკეთებინა, რა დროსაც ნეშტი შენიშნა.
პოლიციის ცნობით, ჯერ ჯერობით უცნობია მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი. დანიშნულია ექსპერტიზა. მიუხედავად იმისა, რომ ნეშტი კედლის უკანაა აღმოჩენილი, გამომძიებლები არ ფიქრობენ, რომ შემთხვევა კრიმინალური აქტია.

