ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისში 18 ლოკაციას სახელწოდება შეეცვლება

დედაქალაქში 18 ლოკაციას ახალი სახელწოდება მიენიჭება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე თქვა.

“დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩასა და მოედანს სახელი გადაერქმევა და სახელის ცვლილებები მოხდება. მთლიანობაში 18 ლოკაცია იქნა დასახელებული და ერთ-ერთი გახლავთ „ვარდების რევოლუციის“ მოედნისთვის პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სახელის მინიჭება. ჩვენ ამ წამოწყებას, რა თქმა უნდა, მივესალმებით”, – განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია ვარდების მოედნისთვის სახელის გადარქმევის შესახებ. ამ თემაზე საკრებულო დღეს იმსჯელებს. მერია საკრებულოს ინიციატივას მიესალმება.

იტვირთბა....