საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა “არჩევანში” ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში „საკუთარი ტყავის გადასარჩენად“ დაბრუნდა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მას საფრანგეთის უშიშროება ეძებს.
“მას პასუხი უნდა აგებინონ იმ მაქინაციების გამო, რასაც წლების განმავლობაში ახორციელებდა ის და მისი აფერისტი პარტნიორები რუსეთიდან“. – აცხადებს სააკაშვილი.
შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ ამჟამინდელმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა რამდენიმე დღის წინ დააანონსა. მისი თქმით, სულ მალე ბიძინა ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს.