საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძემ გადაცემა “ქალების ნარატივში” განაცხადა, რომ სიამოვნებით ჩაერთვება ჭარბწონიანობის წინააღმდეგ რეგულაციებში.
“ჭარბწონიანობის საკითხი მთელ მსოფლიოში და საქართველოშიც ძალიან აქტუალურია. სკოლის მოსწავლეებში ჭარბწონიანობა უკვე არსებობს, უნდა ვიფიქროთ, რა გავაკეთოთ. როგორი უნდა იყოს კვება სკოლებში, საერთოდ, ტკბილ ნაწარმზე როგორი უნდა იყოს ფასი და ა.შ. მე არ მინდა დავაშინო მოსახლეობა, მაგრამ რაღაც რეგულაციები არის საჭირო იმიტომ, რომ ეს იწვევს გამოუსწორებელ ზიანს ჯანმრთელობისთვის,” – განაცხადა გუგული მაღრაძემ.