თბილისის მერია ჯანსაღი ცხოვრების წასახალისებლად ახალ პროგრამას იწყებს. ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ილაპარაკა.
“წელს პირველად, ვიწყებთ ახალ ქვეპროგრამას, რომელიც ითვალისწინებს სპორტის 30-მდე სახეობაში პროფესიონალი და მოყვარული სპორტსმენების სპორტული ინვენტარით და ეკიპირებით უზრუნველყოფას. პროგრამის ბიუჯეტი წელს 600 ათას ლარს შეადგენს და დაფინანსებას მიიღებენ ის სპორტული ფედერაციები და სპორტული კლუბები, რომელთა საქმიანობა ორიენტირებული სოციალური მიზნების განხორციელებისკენ.
ვფიქრობთ, პროგრამა ხელს შეუწყობს თბილისის ნაკრები გუნდების, კლუბების და სპორტსმენების პირობების გაუმჯობესებას და მასობრივი სპორტის განვითარებას და ამ მიმართულებით მეტი წარმატების მომსწრენი გავხდებით. სპორტის სახეობების ბიუჯეტი, რომლის დაფინანსებაზეც დღეს მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას, შეადგენს 320 ათას ლარს. ეს სახეობებია: სამბო, კრივი, საცხენესნო, სროლა, ჭიდაობა, ჩოგბურთი, ფრენბურთი”, – განაცხადა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.