ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დღეს, პრეზიდენტი პარლამენტში წლიური ანგარიშით წარსდგება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს საქართველოს პარლამენტში წლიურ ანგარიშს წარადგენს. მის გამოსვლას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის წევრები დაესწრებიან.

საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ მარგველაშვილს მოუწევს კრიტიკულ კითხვებზე პასუხის გაცემა, მათ შორის არის შეწყალების საკითხიც.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის გამოსვლა შეეხება ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტიალურ საკითხებს.

იტვირთბა....