ახალი ამბები მთავარი სამართალი

მეტროსადგურ “თავისუფლების მოედანთან” დაჭრის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

შსს-მ  ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 2 პირი – 2000 წელს დაბადებული თ.ე. და ასევე 2000 წელს დაბადებული გ.ჩ. თბილისში, ცხელ კვალზე დააკავეს. საქმე ეხება გუშინ, მეტროსადგურ “თავისუფლების მოედანთან” 2 ახალგაზრდის დაჭრის ფაქტს.

უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა მიმდინარე წლის 1 მაისს თბილისში, მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანთან“, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1989 წელს დაბადებულ გ.ს.-ს და 1999 წელს დაბადებულ ა.ხ.-ს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ე” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

იტვირთბა....