ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ჭიჭინაძე პრეზიდენტზე: “არ ვაპირებ პოლიტიკურად გაკოტრებულ ადამიანს კითხვები დავუსვა”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე “მეტრონომთან” საუბრისას პარლამენტში პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიურ ანგარიშზე აკეთებს კომენტარს და აცხადებს, რომ ის პოლიტიკურად გაკოტრებულ ადამიანს კითხვებს არ დაუსვამს.

“მე არ ვაპირებ პოლიტიკურად გაკოტრებულ ადამიანს კითხვები დავუსვა. მას ქონდა დრო, რომ ხალხისთვის ნაყოფიერად ემსახურა, მაგრამ მან ეს ვერ შეძლო. ამას, ალბათ, მომავალი არჩევნებიც დაადასტურებს”, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

შეგახსენებთ, რომ ხვალ პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა იქნება, რომლის შემდეგაც დებატები გაიმართება.

იტვირთბა....