ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საგანელიძე: “ხელფასი 21 000 მაქვს და ხელზე 16 000 ლარს ვიღებ”

“საპარტნიორო ფონდის” აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი”, 2018 წლის 21 თებერვალს განაცხადა, რომ 21 000 ლარი აქვს ხელფასი და ხელზე 16 000 ლარს იღებს.

“მეხუთე დირექტორი ვარ და ყველაზე მცირე ხელფასი მაქვს, ამას არ საზღვრავს ფონდი, არამედ საზღვრავს სამეთვალყურეო საბჭო. განვმარტავ, რომ არ ვხარჯავთ ბიუჯეტის თანხებს, არამედ ჩვენი შემოსავლებია დივიდენდები. ჩვენ ბიუჯეტისთვის მოგვაქვს რამდენიმე ათეულობით და კიდევ უფრო მეტი მილიონი დოლარის მოგება და, შესაბამისად, ჩვენი ხელფასი, როგორც საბანკო სექტორში, ფორმირდება ჩვენი მოგებით.

ხელფასი მაქვს 21 ათასი ლარი, საიდანაც ხელზე ვიღებ 16 ათას ლარს. მაგრამ თანხის 2/3 მიდის ქველმოქმედებაში”, – განაცხადა საგანელიძემ.

შეგახსენებთ, რომ დავით საგანელიძე დღეს პარტია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოში დარჩა.

“ზოგი დარჩა, ზოგი ახალი წევრია. მე დავაყენე საკითხი ჩემთან დაკავშირებით და ვთქვი, რომ პოლიტსაბჭოს წევრობა დავტოვო იმ მარტივი მოსაზრების გამო, რომ ქვეყნის უმსხვილესს საფინანსო რესურსს ვხელმძღვანელობ და შესაძლებელია, ჯობდეს ასეთ საფინანსო ინისტიტუტს არაპოლიტიკური ფიგურა ხელმძღვანელობდეს. თუმცა პოლიტსაბჭოს ყველა წევრმა ბრძანა, რომ აქ არანაირი ინტერესთა კონფლიქტი არაა”, – განაცხადა საგანელიძემ.

იტვირთბა....